ულტრა-ნაციონალური ჯგუფები პოსტ-საბჭოთა სივრცეში: რუსული პროპაგანდა თუ ნაციონალიზმი

ბოლო პერიოდში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით აქტუალური და ძლიერი ულტრა-ნაციონალური ჯგუფები და მათ მიერ გაჟღერებული პრო-რუსული ნარატივები და პროპაგანდისტული მესიჯებია.
მოლდოვა, უკრაინა, ბალტიისპირეთი და საქართველო

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნამ და მათზე რუსული გავლენის შემცირებამ, რუსეთის პრესტიჟსა და სიძლიერეზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა იმ სახელმწიფოების მხრიდან დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ და განსაკუთრებით მიუღებელი კი ამ სახელმწიფოების მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე დადგომა აღმოჩნდა.


რუსეთი ამგვარ პოლიტიკას სხვადასხვა ხერხებით პასუხობს, იქნება ეს კონფლიქტების პროვოცირება თუ ეკონომიკური ბლოკადები. თუმცა, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტუალური და ძლიერი ულტრა-ნაციონალური ჯგუფები და მათ მიერ გაჟღერებული პრო-რუსული ნარატივები და პროპაგანდისტული მესიჯებია. მოლდოვაში, უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და საქართველოში არსებული ჯგუფების საერთო მახასიათებლების გამოკვეთით საშუალება გვეძლევა დავინახოთ უფრო ფართო, საერთო სურათი, რაც პოსტ-საბჭოთა სივრცის პრო-ევროპულ ქვეყნებს ახასიათებთ.

მოლდოვაში მოქმედი Noua Dreaptă არის ულტრანაციონალური, მემარჯვენე ორგანიზაცია რუმინეთსა და მოლდოვაში, რომელიც 2000 წელს დაარსდა.
ჯგუფის რწმენაში ღრმად არის გამჯდარი მებრძოლი ულტრანაციონალიზმი და ძლიერი მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური მრწამსი. Noua Dreaptă- ს ვებგვერდზე მითითებულია ის ძირითადი ღირებულებები, რომელთა წინააღმდეგ გალაშქრებაც მათი მთავარი მიზანია: სექსუალური უმცირესობების, ბოშების, აბორტის, კომუნიზმის, გლობალიზაციის, ევროკავშირის, ნატოს, აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა სხვა რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ გამოსვლა. ზოგიერთი ამერიკული კულტურის, Manele- მუსიკისა (რუმინული პოპ მუსიკა) და მათ შორის, ვალენტინობის დღის აღსანიშნავად. ისინი ეწინააღმდეგებიან როგორც მარქსიზმს, ისე კაპიტალიზმს.

2006 წლის მაისში, ბულგარეთში GayFest– ის სიამაყის აღლუმის პროტესტის გამო პოლიციამ დააკავა Noua Dreaptă– ს ათობით წევრი. პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი კონტრპროტესტატების დასაშლელად, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პირები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც Noua Dreaptă- ს წევრები.


პოსტრევოლუციური მთავრობის ”ფაშისტური ხუნტის” სტატუსით ბრენდინგმა რუსეთს საშუალება მისცა უკრაინის მთავრობის ქსენოფობიის, რასიზმისა და, განსაკუთრებით, ანტისემიტიზმის მიმწოდებლებად წარმოეჩინა.მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა საკითხი რუსების ან უკრაინელების უმეტესობას არ აღელვებდა, მისი მტრების იუდეველების მოძულედ იდენტიფიცირებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეძლო უკრაინის ლიდერების წარმოჩენა გერმანული სტილის ფაშისტებად. ამავდროულ, უკრაინელები ეძებდნენ გმირებს, რომლებიც რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ გამოვიდოდნენ, ამ ფაქტმა კი მართლაც შეუწყო ხელი ნაციონალისტი ლიდერების რეაბილიტაციას. 2015 წლის ე.წ. დეკომუნიზაციის კანონების მიღების შემდეგ, ფაშისტი და ანტისემიტური მოღვაწეები, როგორიცაა მაგალითად სტეფან ბანდერა, ეროვნული გმირების დონეზე ამაღლდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები რუსეთის წინააღმდეგ, ეროვნულობის დამცველი ჯგუფები არიან. მათ შორისაა უკრაინის ნაციონალისტების ორგანიზაცია (OUN) და უკრაინის მეამბოხე არმია (UPA), და ათობით სხვა ორგანიზაცია, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ . ისინი, ძირითადად, რასისტული და ანტი-სემიტური გამოსვლებით გამოირჩევიან, რასაც რუსეთის პროპაგანდა სათავისოდ იყენებს.
აღნიშნულის ფონზე, რუსეთმა დაიწყო იმგვარი მესიჯების გავრცელება, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინის პოსტრევოლუციური ხელმძღვანელობა აგრძელებდა ბანდერას მოძრაობის ძალადობრივ და რასისტულ კვალს კონფლიქტის პირველ ეტაპზე, თითქმის დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა რუსულმა ჯარებმა ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობა დაიწყეს 2014 წ.
34 წლის რაბინის ინტერვიუ, რომელშიც იგი უარს ამბობდა რუსული კანონების და მმართველობის ქვეშ ცხოვრებაზე, თავად რუსული პროპაგანდის მიერ სათავისოდ იქნა გამოყენებული. სინაგოგის კედელზე, დამახინჯებულად დახატული მემარჯვენე ჯგუფების სიმბოლო და ისტორია იმგვარად იქნა ტრანსფორმირებული, თითქოს იგი ყირიმს უკრაინული ანტისემიტიზმის შიშით გაურბოდა.
ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მემარჯვენე ჯგუფები პოლიტიკური პარტიებად ჩამოყალიბდნენ.
ისინი ძირითადად ანტი-მიგრაციული პროტესტებით და ნაციონალისტური ნარატივებით გამოირჩევიან, ხოლო რაც შეეხება რუსული დეზინფორმაციულ ნარატივებს, ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება.

ეროვნული ალიანსი, ოფიციალურად ეროვნული ალიანსი "ყველაფერი ლატვიისთვის!" - "სამშობლოსა და თავისუფლებისთვის" არის მემარჯვენე დაჯგუფება ლატვიაში.
ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია კი ნაციონალ-კონსერვატიული და მემარჯვენე პოპულისტური პარტიაა. მეინსტრიმ მედიაში ის აღწერილია, როგორც ექსტრემისტული მემარჯვენეების კუთვნილება.
რაც შეეხება ლიეტუვას გამოცდილებას, მასთან დაკავშირებით ლიეტუველ ექსპერტს, გენდრიუს სალაკუსკასის ვესაუბრეთ. მან თავისი ქვეყნის გამოცდილება გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ლიეტუვაში, ულტრა-ნაციონალური ჯგუფები მარგინალიზებული არიან.
საქართველოში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების აღმოცენება 2013 წლიდან დაიწყო. ამ ჯგუფებთაგან აღსანიშნავია ქართული მარში, ქართული იდეა მათი ძირითადი სამიზნეებია მიგრანტები, ქალთა უფლებადამცველები, LGBTQ+ თემის წარმომადგენლები და დასავლური ინსტიტუტები ევროკავშირი და ნატო.

რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივებს თითოეული ჩვენგანი, ყოველდღიურობაში, სხვადასხვა სახით ვაწყდებით, იქნება ეს სოციალური ქსელები თუ პრო-რუსული ტელევიზია. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ადგილი აქვს იმგვარ ღონისძიებებს, რომლებიც დემოკრატიული ინტიტუტების გაძლიერებას თუ პროგრესის მიღწევას გულისხმობს, ულტრა-ნაციონალური ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს ამგვარი პროცესების დენონსირებას.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული უტრა-ნაციონალური ჯგუფები შესაძლოა პირდაპი არ აღიარებდნენ რუსეთთან კავშირს, ირიბი მტკიცებულებებით ეს ყველაფერი აშკარაა. მაგალითად, ქართული მარში იყენებს ამგვარი რუსული ჯგუფის სახელის იდენტურ, ქართულ ვარიანტს (“რუსული მარში”), არასდროს აკრიტიკებენ რუსულ ქმედებებს საქართველოში (რუსული ბორდერიზაცია, ტყვეების აყვანა) და რუსეთის მსგავსად, ყალბი ამბების გასავრცელებლად სოციალურ მედიას იყენებენ.


დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ქვეყნის განვითარებას, უკეთეს მომავალს და ეკონომიკურ წინსვლას გულისხმობს, წარდმოადგენს რუსეთის აგრესიისა თუ რბილი ძალის სამიზნეს, რადგან პოსტ-საბჭოთა სივრცეში მართვის სადავეების ხელიდან გაშვება, მის ინტერესებში ჯერ-ჯერობით არ შედის. საქართველოს მსგავს გამოცდილებას იზიარებენ ის ქვეყნები, რომლებმაც შეძლეს და რუსეთისადმი წინააღდეგობა გამოხატეს, იქნება ეს მოდლოვა უკრაინა თუ ბალტიისპირეთი.
თითოეულ ამ ქვეყანაში რუსეთის პროპაგანდას თავისებური გამოვლინება აქვს, ეროვნული უმცირესობების, ანტი-სემიტიზმის, ულტრა-ნაციონალური ჯგუფების მობილიზებით თუ დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლით. ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი ნათლად წარმოაჩენს, თუ რა ხერხებით არის შესაძლებელი რუსეთის გზავნილები ქვეყანაში მარგინალიზებულ პოზიციად იქცეს. რუსეთი დგას პროგრესის, დამოუკიდებლობის, თავისუფლების წინააღმდეგ და შესაბამისად, იმისთვის, რომ საქართველო წარმატებით დაადგეს გზას რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და ყალბ ახალ ამბებთან გამკლავებაში, საჭიროა საზოგადოების პროგრესული ნაწილის მობილიზება და სოციალური ქსელების ორგანიზებულად გამოყენება.

ავტორი

ნინო კალაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website